ინტერ მაიამი
Aa
Aa

ყველაფერი დასრულდა - მესიმ ინტერ მაიამი აირჩია

მესის სატრანსფერო საგა საკმაოდ მალე დასრულდა. The Independent-ი, ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე და კიდევ ბევრი სანდო წყარო წერს, რომ არგენტინელმა კარიერის „ინტერ მაიამიში“ გაგრძელება არჩია.

წყაროს თანახმად, მესიმ MLS-ის კლუბთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

COPE წერს, რომ მესიმ „ბარსელონას“ მისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა და ის კლუბში აღარ დაბრუნდება.

არგენტინელი „ბლაუგრანას“ სთხოვდა, რომ აგვისტოს ბოლომდე მისი ლა ლიგაში დარეგისტრირების თაობაზე გარანტიები მიეცათ, თუმცა კლუბმა ამის გაკეთებაც ვერ შეძლო და საპასუხოდ საინფორმაციო „ომი“ წამოიწყეს, სადაც აქტიურად იწერებოდა, რომ ყველაფერი ლეოს ხელში იყო.

ერთი კვირის წინაც ცნობილი იყო, რომ მესი დიდხანს მოცდას არ აპირებდა და თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დროულად სურდა. დევიდ ბექჰემის გუნდმა კი მას ყველაზე მიმზიდველი პირობები შესთავაზა.

ლეოს ტრანსფერს ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და ამბობს, რომ „ბარსელონას" უკვე არანაირი შანსი აღარ აქვს. არგენტინელი ყველაფერს მალე თავად დაადასტურებს.

საუდის არაბეთის ვარიანტი გამოირიცხა, რადგან ლეოს ოჯახს იქ ცხოვრების სურვილი არ ჰქონდა.

მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ის თავისუფალი აგენტი გახდება. მეორე დღესვე „ლა პულგა“ თავის ახალ კლუბთან ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Athletic: „რეალი ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე დორტმუნდს შეუთანხმდა“
The Athletic: „რეალი ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე დორტმუნდს შეუთანხმდა“