ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„ხვიჩა ნაპოლისთან კონტრაქტს გააუმჯობესებს“ - მამუკა ჯუღელი

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბთან გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა „ჯეო თიმთან“ საუბრისას დაადასტურა.

რას ამბობს ჯუღელი:

ხვიჩას „ნაპოლისთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს. ცხადია, გაუმჯობესება იქნება, თუმცა ყველაფერი მაშინ მოხდება, როდესაც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდებით. ყველაფერი, რაც მედიაში იწერება, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც კლუბის, ისე ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდობის და კონტრაქტის გაუმჯობესებაზე დალაპარაკების სურვილი არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან ერთად, პირველივე სეზონში შეძლო სკუდეტოს მოგება. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი სერია A-ში 12 გოლით და 10 საგოლე გადაცემით სეზონის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა CIES-ის სიაში კვარა?
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა CIES-ის სიაში კვარა?