ჩელსი, გიორგი მიქაუტაძე, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

არსენალი ფიქრობს, ჩელსი აკვირდება - მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესია

Gazzetta-ს ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ გიორგი მიქაუტაძეს აკვირდება. გამოცემა „არისტოკრატებს“ იმ სახის გუნდად მოიხსენების, რომლის ხელმძღვანელები მოლაპარაკების დაწყების შემდეგ თანხის ზრდას თანხმდებიან და ტრანსფერზე უარს არ ამბობენ, თუმცა მიქაუტაძის მიმართ ინტერესი კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს, პრემიერ ლიგის ვიცე-ჩემპიონ „არსენალს“ აქვს, „მეთოფეები“ ქართველ ფორვარდზე ფიქრობენ.

იტალიაში მიქაუტაძის მიმართ დიდი ხანია „ჯენოა“ და „უდინეზე“ ინტერესდებიან. „ჯენოა“ სერია ა-ში აღზევებისთვის იბრძვის, „უდინეზე“ კი მიქაუტაძეს ბეტოს შემცვლელად განიხილავს. 

გასულ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა „მეცისთვის“ ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი შეასრულა. მისი გოლებით „მეცმა“ არაერთი მატჩი მოიგო და კლუბი საფრანგეთის ელიტას დაუბრუნდა. 

მიმდინარე კვირაში ვილი სანიოლმა „პულმანში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მიქაუტაძის შესახებ შემდეგი რამ თქვა: „გიორგი მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და ეს არ ეხება მხოლოდ გოლებს, ვგულისხმობ საქმისადმი მიდგომას, დისციპლინას, თამაშის წყურვილს და როგორ გადაადგილდებოდა მოედანზე. დარწმუნებული ვარ, გოლების გატანა უმაღლეს დონეზეც შეუძლია. არ ვიცი, დარჩება „მეცში“ თუ კლუბს დატოვებს, მაგრამ მან ჩემი აზრი კარგად იცის. სადაც ითამაშებს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს, რადგან საჭირო მოტივაციას მხოლოდ ასეთ გუნდში აიმაღლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება უფრო მოტივირებული, რომ უფრო მეტი იმუშავოს და ნაკრებს გამოადგეს“.

Gazzetta ასევე აღნიშნვს, რომ საქართველოს ნაკრების მიმართ ასეთი დიდი ინტერესი, როგორიც წელსაა, არასდროს ყოფილა, რაც მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. ქართველი ვარსკვლავი სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. Gazzetta მიქაუტაძეს „ახალ კვარას“ უწოდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაგაიამას ბრწყინვალე გასროლა - სამგურალმა შუქურას 2:0-დან გაუთანაბრა
კაგაიამას ბრწყინვალე გასროლა - სამგურალმა შუქურას 2:0-დან გაუთანაბრა