შაკო ოგბაიძე, დენ ბოში
Aa
Aa

დებიუტი ექსელსიორთან - ოგბაიძე ნიდერლანდებში ითამაშებს

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი შაკო ოგბაიძე კარიერას ნიდერლანდურ „დენ ბოშში“ გააგრძელებს. ფეხბურთელის წარმომადგენელმა და კლუბმა შეთანხმებას ორწლიან კონტრაქტზე მიაღწიეს. 20 წლის ფორვარდმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მალე ხელშეკრულებას ხელს მოაწერს.

ოგბაიძემ ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის კლუბ „ექსელსიორთან“ ჩაატარა, 90 წუთი ითამაშა, შეხვედრა 3:3 დასრულდა. „დენ ბოშის“ მხრიდან ოგბაიძე გამორჩეული იყო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„დენ ბოშისთვის“ გასული სეზონი წარუმატებელი იყო, რანგით მეორე ლიგაში 20 გუნდს შორის მე-19 ადგილზე გავიდა და მესამე ლიგაში დაქვეითდა.

2021-23 წლებში ოგბაიძე გერმანულ ბერლინის „ვიქტორიაში“ თამაშობდა, 2021-22 წლების სეზონში გერმანიის რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა, გასულ სეზონში - რანგით მეოთხე ლიგაში.

შაკო ოგბაიძეს საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები