ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

Gazzetta: „სპალეტის შეცვლის მთავარი კანდიდატი იტალიანოა“

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვინჩენცო იტალიანოს დანიშვნას გეგმავს. „პარტენოპეის“ მფლობელსა და პრეზიდენტს ვინჩენცო იტალიანო მას შემდეგ მოსწონს, როცა 2019-20 წლების სეზონში იტალიანოს გაწვრთნილი „სპეცია“ სერია ა-ში აღზევდა.

ლაურენტისი ფლორენციულ კლუბთან მოლაპარაკებას ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ გამართავს. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის ფინალში „ფიორენტინას“ მეტოქე „ვესტ ჰემია“, შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს დატოვებდა, „ნაპოლი“ არაერთ სპეციალისტს დაუკავშირეს. რობერტო მანჩინის, რაფაელ ბენიტესის, მარსელინიოს, ანტონიო კონტეს, ლუის ენრიკეს, იულიან ნაგელსმანის, ტიაგო მოტასა და სერჟიუ კონსეისაუს კანდიდატურებმა გაიჟღერა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით ფავორიტი ვინჩენცო იტალიანოა.

იტალიანო 2021 წლის ივლისიდან „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელია, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობით „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, თუმცა ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე სპალეტისა და ლაურენტისს შორის მოლაპარაკება არ შედგა, ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც „პარტენოპეის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები