კარიმ ბენზემა
Aa
Aa

MARCA: ბენზემა რეალში 2024 წლამდე რჩება

2-დღიანი ისტერიისა და გამოსამშვიდობებელი წერილების შემდეგ, გაირკვა, რომ ბენზემა არსადაც არ მიდის და „რეალში“ კიდევ 1 სეზონით დარჩება.

2 დღის წინ საკმაოდ სარწმუნოდ იწერებოდა, რომ ბენზემა საუდის არაბეთში კერძოდ კი „ალ იტიჰადში“ მიდიოდა და 200 მილიონიან კონტრაქტსაც აფორმებდა.

Marca-ს ცნობით, ქარიმი მადრიდულ კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩება. ბენზემას სურს, რომ თავისი ხელშეკრულება სრულად ამოწუროს და კლუბში 2024 წლამდე დარჩეს. წყაროს თანახმად, მას „სამეფო კლუბის“ დატოვება „წინა კარიდან“ სურს.

ბენზემას გრძნობს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ენერგია ევროპაში შესანიშნავი სეზონის გასატარებლად.

საუდის არაბეთიდან შეთავაზება სავარაუდოდ კვლავ ძალაში იქნება, მაგრამ ბენზემას ტრანსფერი მოსალოდნელია, რომ 1 წლით გადაიდება.

35 წლის ბენზემამ 2022/23 წლების სეზონში „რეალის“ მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი განისაზღვრა | ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტს აფორმებენ
ყველა დეტალი განისაზღვრა | ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტს აფორმებენ