ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

სპალეტი სერია A-ს სეზონის საკეთესო მწვრთნელად დასახელდა

როგორც მოსალოდნელი იყო ლუჩანო სპალეტი სერია A-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

სპალეტის ჯილდო სპორტული გაზეთების დირექტორებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გადასცა, რომლებიც შეფასებას მწვრთნელების მუშაობას მათი გუნდების მუშაობის ხარისხისა და მატჩების დროს სამართლიანი თამაშის (ფეარ-პლეი) დაცვაზე დაყრდნობით აკეთებდნენ.

პრიზი სპალეტის 4 ივნისს, „სამპდორიასთან" მატჩის წინ გადაეცემა.

„ნაპოლის სათავეში სპალეტის სეზონი არაჩვეულებრივი იყო. ნეაპოლიტანელთა მიერ ისტორიული მესამე სკუდეტოს მოგება, მარადონას ლიდერობით 33 წლის შემდეგ, არის კლუბის დიდი თავდადებისა და დიდი ქარიზმის მქონე კარგად მომზადებული სპეციალისტის შრომის შედეგი, რომელსაც შეუძლია ახალბედების საუკეთესოდ ინტეგრირება და მოთამაშეების გაუმჯობესება.

ნეაპოლელებმა ნამდვილად შეძლეს საკუთარი თავის წარმოჩენა და ეს პირველივე დღიდან გააკეთეს, არა მხოლოდ შედეგებით, არამედ სანახაობრივი შესრულებითაც“,

- თქვა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

სპალეტისთვის ეს კარიერაში პირველი სკუდეტოა. როგორც მოგეხსენებათ, ლუჩანოს „ნაპოლიდან“ წასვლა უკვე დადასტურებულია და გუნდს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, ბელინგემი, მუსიალა და სხვები | ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები
ხვიჩა, ბელინგემი, მუსიალა და სხვები | ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები