ანტონიო კონტე, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

სამწვრთნელო სიახლე ნეაპოლში - ალეგრიმ კონტე შეცვალა

მასიმილიანო ალეგრი საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - 58 წლის სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე ანტონიო კონტე შეცვალა, რომელმაც წასვლის თაობაზე გასული სეზონის დასრულებისთანავე კამპანიელთა პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს პირადად აცნობა. ალეგრიმ ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა, მისი ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადების პროცესი კი, რამდენიმე დღეში დაიწყება.

კონტეს მწვრთნელობის პერიოდში სერია A-ს გასულ გათამაშებაში „ნაპოლიმ“ მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. იგივე წარმატება ნამდვილად არ ჰქონია მასიმიალიანო ალეგრის, რომელსაც „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი სწორედ მას შემდეგ დაატოვებინეს, როდესაც ბოლო ტურში „კალიარისთან“ არაფრისმომცემი თამაში დათმო და როსონერი ლიგის საგზურის გარეშე დატოვა, რამაც ლომბარდიულ კლუბს სერიოზული ფინანსური ზარალი მოუტანა და ახლა მის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ მდგომარეობის გამოსწორებას პორტუგალიელი რუბენ ამორიმი შეძლებს.

ცნობისათვის, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მასიმილიანო ალეგრის „ალიანეზეს“, „სპალის“, „გროსეტოს“, „კალიარის“, „მილანის“ (ორჯერ), და „იუვენტუსის“ (ორჯერ) დამრიგებლად უმუშავია და საერთო ჯამში ამ კლუბებმა მისი ხელმძღვანელობით გამართული 864 მატჩიდან 464 მოიგეს, 200 ფრედ დაასრულეს და 200 წააგეს. ალეგრიმ როსონერის სკუდეტო (2011) და იტალიის სუპერთასი (2011), ხოლო „ბებერ სინიორას“ ზედიზედ 5-ჯერ სკუდეტო (2015, 2016, 2017, 2018, 2019), ხუთჯერ კოპა იტალია (2015, 2016, 2017, 2018, 2024) და ორჯერ იტალიის სუპერთასი (2015, 2018) მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა სიაში
ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა სიაში