7-გოლიანი თრილერი | მუსელიანის ჰეთ-თრიქით მოგებული მატჩი
Aa
Aa

7-გოლიანი თრილერი | მუსელიანის ჰეთ-თრიქით მოგებული მატჩი

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, „შუქურა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა გუნდებმა დაუვიწყარი სანახაობა გვაჩუქეს. შეხვედრაში 7 გოლი გავიდა და „გაგრამ“ 4:3 იმარჯვა.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-14 წუთზე, „შუქურას“ მეკარემ, გოგი კულუამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და კახაბერ კაკაშვილმა ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე, გიორგი ჯანელიძემ გაათანაბრა, რამდენიმე წამის შემდეგ კი, დავით მუჯირმა „შუქურა“ წინ გაიყვანა. 38-ე წუთზე, მუჯირმა დუბლი გაიფორმა და „შუქურამ“ პირველი ნახევარი 3:1 მოიგო.

„გაგრამ“ ჩამორჩენა 52-ე წუთზე, მუსელიანის გოლით შეამცირა. 3 წუთში, მუსელიანმა ბრწყინვალე ბურთი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა, გადამწყვეტი გოლი კი 84-ე წუთზე გავიდა. მუსელიანმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ჰეთ-თრიქი გაიფორმა და „გაგრას“ 3 ქულა მოუტანა.

„შუქურასა“ და „გაგრას“ პარალელურად, „სამტრედიასა“ და „სამგურალის“ დაპირისპირება გაიმართა. წყალტუბოელებმა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს, 3 ქულა აიღეს და მეტოქეს 2:0 სძლიეს. „სამგურალის“ მხრიდან ლომინაძე და ჩიხრაძე გამოირჩნენ.

ფოტო: გაგრას ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, ბელინგემი, მუსიალა და სხვები | ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები
ხვიჩა, ბელინგემი, მუსიალა და სხვები | ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები