ჰარი კეინი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ბენზემას იდეალურად შეცვლის - ანჩელოტი კეინის ტრანსფერს ითხოვს

კარლო ანჩელოტი ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას ფიქრობს და თვლის, რომ გუნდს ახალი ცენტრფორვარდი სჭირდება.

ესპანური As-ის ცნობით, იტალიელ სპეციალისტს „რეალში“ ჰარი კეინის ხილვა სურს. ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ინგლისელი იდეალური ცხრიანია და ის ბენზემას ზუსტად შეცვლის.

როგორც ცნობილია, კეინის ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 30 ივნისს გასდის და „ტოტენჰემს“ მისი ამ ზაფხულს გაყიდვა მოუწევს, რომ შემდეგ უფასოდ არ დაკარგოს. აქედან გამომდინარე ჰარის მიმართ გრანდების მხრიდან დიდი ინტერესია და „სამეფო კლუბს“ რთული ბრძოლის გამოვლა მოუწევს.

თუ, „ტოტენჰემი“ კეინს ახალ კონტრაქტზე ვერ დაიყოლიებს, ჰარი დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის. გარდა „რეალისა“ მის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“ და პსჟ იჩენენ.

კეინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ი თავდამსხმელს 90 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ხვიჩა
მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ხვიჩა