გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს ბორდომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა | მიქაუტაძის მეცი მეორე ადგილზეა

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის, ლიგა 2-ის დასკვნით ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „ანსის“ დაუპირისპირდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „სოშოს“ ესტუმრა. ჟირონდელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს და 0:1 დამარცხდნენ, „მეცმა“ კი 1:0 მოიგო.

მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 90 წუთი გაატარა და გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. ქართველ თავდამსხმელს პირველი მომენტი 34-ე წუთზე შეექმნა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ნახევარში გიორგის „სოშოს“ კარის აღება კიდევ ორჯერ შეეძლო, მაგრამ სცენარი იგივე გახლდათ და მასპინძელთა მეკარე, მაქსენ პრევო ამ დუელში გამარჯვებული დარჩა. გოლის ავტორს რაც შეეხება, „მეცის“ მხრიდან თავი საბალიმ გამოიჩინა, რომელმაც 49-ე წუთზე გაიტანა.

მიქაუტაძის მსგავსად, ზურიკომაც ძირითადში დაიწყო და მოედანზე 88 წუთი გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და ჟირონდელები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ანსისთან“ მარცის შემდეგ, „ბორდომ“ მეორე ადგილი „მეცს“ დაუთმო და ლიგა 1-ის საგზურის მფლობელის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა.

ამ მომენტისთვის პირველი „ლე ჰავრია“, რომელსაც 72 ქულა აქვს. მეორეზე „მეცი“ იმყოფება - 69 ქულა და ბურთების უკეთები თანაფარდობა, „ბორდოსაც“ 69 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. დასკვნით ტურში, „მეცი“ „ბასტიას“ დაუხვდება“, „ბორდო“ კი „როდეზს“ უმასპინძლებს. საგზურისთვის სწორედ „ბორდო", „ლე ჰავრი" და „მეცი“ იბრძვიან და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ხვიჩა
მიმდინარე სეზონის საუკეთესო ტრანსფერები | რომელ ადგილზეა ხვიჩა