რეინა: ვინისიუსისთვის ყველა გასვლითი მატჩი ომი არ უნდა იყოს
Aa
Aa

რეინა: ვინისიუსისთვის ყველა გასვლითი მატჩი ომი არ უნდა იყოს

40 წლის ვეტერანმა მეკარემ პეპე რეინამ, რომელიც ამჟამად „ვილიარეალის“ ღირსებას იცავს, ბოლო დროს ვინისიუსის მიმართ რასისტულ აგრესიაზე ისაუბრა.

– რას ფიქრობთ ვინისიუსის საქმეზე?

„უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი რასისტული ქცევა უნდა შეწყდეს. ასევე არ მჯერა, რომ რასიზმი ესპანეთის ყველა სტადიონზეა ან რომ მთელი სტადიონი შეიძლება რასისტული იყოს. არიან ტიპური ბოღმა და სულელი ადამიანები, რომელთა შეკავება ყოველთვის რთულია. რაც უნდა გაკეთდეს არის მათი იდენტიფიცირება და სტადიონზე აღარასოდეს გაშვება. ის ოთხი, რვა თუ ათასი ადამიანი, ვინც ვინისიუსს მაიმუნი უწოდა, დაგმობილი უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ ეს ხდება.

ამას რომ ვამბობ, მესმის, რომ ხანდახან საქმე ეხება არა მხოლოდ რასიზმს, არამედ იმას, რომ ისინი ამას კონკრეტული მოთამაშის მიმართ აკეთებენ, რადგან მას რაღაც მომენტში შეუძლია ძალიან ბევრი ისაუბროს... ეს მოხდა ყველა ჩვენგანის მიმართ, მათ შორის ჩემ შემთხვევაშიც. ზოგადად, რაც უფრო ნაკლებ პროვოცირებას ახდენ ტრიბუნების მიმართ, რაც უფრო ნაკლებ პროვოცირებას ახდენ ოპონენტებზე და რაც უფრო ნაკლებად ეკამათები მსაჯს, მით მეტ პატივისცემას მიიღებ ყველასგან“.

– ვინისიუსთან ითამაშე და ეჩხუბე კიდეც

„მე, ჩემი თავმდაბალი პოზიციიდან, თუნდაც მხოლოდ უფროსი ასაკის გამო, ვუთხარი, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო თამაშისთვის, რომ მეტი კონცენტრირება მოახდინოს იმაზე, რომ იყოს დიდი ფეხბურთელი, რადგან ის არის სწრაფი, არაპროგნოზირებადი, უკვე კარგად გაიტანს გოლებსაც... ის ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ასევე უნდა იყოს უფრო მოწიფული, მეტი პატივისცემა გამოავლინოს ოპონენტების მიმართ, გაიგოს ზოგიერთი დაუწერელი საფეხბურთო ღირებულებები და კოდები. ეს მის შესრულებას გააუმჯობესებდა. ისე არ უნდა იყოს, რომ ყოველი გასვლითი თამაში მისთვის ომია“.

- როგორ ფიქრობთ, ისეთი გამოცდილი კაპიტნის ფიგურა, როგორიც არის სერხიო რამოსი, დაეხმარებოდა ვინისიუსს თამაშზე ფოკუსირებაში და პრობლემის გადაჭრაში?

„ნაჩოს და კარვახალს ველაპარაკე, როცა თასზე შევხვდით. ის ფაქტი, რომ ვინისიუსი ზოგჯერ ასე იქცევა, გავლენას ახდენს მთლიან გუნდზე. ჩემი პარტნიორი რომ იყოს, ამას ვეტყოდი, როგორც აქ.

ეს არის ღირებულებების და განათლების პრობლემა ყველას მხრიდან. მეჩვენება, რომ არ შეიძლება მთელი მსოფლიო იყოს ჩემს წინააღმდეგ, რადგან ისინი ყველა რასისტები არიან. და მე დაჟინებით ვგმობ ყოველგვარ რასიზმს ან რასისტულ გამოთქმას“,

- განაცხადა რეინამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება
ქარსელაძე - ტალანტი მებრძოლი სულისკვეთებით, რომელიც აფეთქდება