საოცარი მოთამაშეა, დაცვის ხაზებს მარტივად არღვევს | რუისი კვარაზე
პსჟ-ს ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა The Athletic-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ის არის გარემარბი, რომელიც დაცვაში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს, ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.“
„საოცარი ფეხბურთელია, განსაკუთრებით მეტოქის ნახევარზე, სადაც დაცვის ხაზებს მარტივად არღვევს და მარჯვენა ფეხით შესანიშნავი დარტყმა აქვს.“
„მას თამაშის ძალიან კარგი აღქმა აქვს, რაც ჩვენ, ნახევარმცველებს, ძალიან გვეხმარება: მან ზუსტად იცის, სად არის თავისუფალი სივრცეები, იცის, როდის მოითხოვოს ბურთი ფეხში და როდის გაიხსნას სიღრმეში.“
2025-26 წლების სეზონში მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის მოგებაში პსჟ-ს მხრიდან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და ობიექტურად ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია, თუმცა განსხვავებული აზრებიც არის, მაგალითად მაურისიო პოჩეტინოს აზრით, ჯილდოს ჰარი კეინი იმსახურებს (ვრცლად).