ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ამ პრიზის მიღება დიდი სიამოვნებაა | Transfermarkt-მა კიტეიშვილი დააჯილდოვა

Transfermatk-ის ავსტრიულმა გვერდმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონის  საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა, გამარჯვებული „შტურმის’’ ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა. Transfermartk-ის წარმომადგენელმა დორიან შუსტერმა ქართველ „ათიანს'' აღნიშნული ჯილდო გადასცა.

„მოგესალმებით Transfermarkt-ის ყველა მომხმარებელს. დიდი მადლობა ხმის მიცემისთვის, ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა'' - აღნიშნა ოთარმა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, 2025-26 წლების სეზონში კიტეიშვილმა ბუნდესლიგის 29 მატჩში (2 020 წუთი) 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.

გასული სეზონი „შტურმმა'' უტიტულოდ დაასრულა,  ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გავიდა, ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩა, ავსტრიის თასის 1/4-ფინალში „ალტახთან'' დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები