ბარსას გეგმა მუშაობს - მესის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება
Aa
Aa

ბარსას გეგმა მუშაობს - მესის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება

„ბარსელონა“ ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე იწყებს და შემადგენლობაში ცვლილების განხორციელებისთვის ემზადება.

როგორც უკვე ცნობილი და დადასტურებულია, გუნდს ტოვებენ სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა, ზამთარში კი ჟერარ პიკეც წავიდა - კლუბის 3 ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, რომელთა წასვლითაც „ბლაუგრანა“ სახელფასო ბიუჯეტს გამოათავისუფლებს და ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირებას მოახერხებს.

ზემოხსენებულ 3 მოთამაშეს დიდი შანსია მეოთხეც შეემატოს. 2 დღეა აქტიურად იწერება, რომ ჟიულ კუნდეს გუნდის შეცლა სურს. ფრანგს თავის პოზიციაზე დაცვის ცენტრში თამაში სურს, რასაც წელს ვერ ახერხებდა. ახალი სეზონიდან კი კატალონიელები ჟოაუ კანსელუს დამატებას გეგმავენ, რაც მარჯვენა მცველის პრობლემას მოაგვარებს. დაცვის ცენტრში კი კუნდეს არაუხოსთან და კრისტენსენთან კონკურენცია მოუწევს, ეს კი ფრანგის ძირითადში გარანტირებულ ადგილს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

აქედან გამომდინარე ფეხბურთელი ტრანსფერზე ფიქრობს. „ბარსამ“ ის „სევილიადან“ 55 მილიონ ევროდ იყიდა. მის გაყიდვაზე თანახმანი არიან, ოღონდ 70-80 მილიონ ევროს ითხოვენ.

დღეს Sport-მა დაწერა, რომ კუნდეს თავისი ძველი მსურველი „ჩელსი“ დაუბრუნდა და ლონდონელები მზად არიან ფრანგის სანაცვლოდ როგორც მინიმუმ 55 მილიონზე მეტი გადაიხადონ.

პიკეს, ბუსკეტსისა და ალბას წასვლის შემდეგ, თუ კუნდეს ტრანსფერიც განხორციელდა, „ბარსა“ მესის დაბრუნებას მარტივად შეძლებს. გარდა ამისა, საგრძნობლად გამარტივდება გიუნდოგანისა და კანსელუს ტრანსფერებიც (და არამარტო).

ლა ლიგამ „ბარსელონას“ მკაფიოდ უთხრა, რომ ახალი ტრანსფერებისთვის მათ მოთამაშეების გასხვისება და სახელფასო ჭერის დაწევა მოუწევთ. როგორც ჩანს, კატალონიელებმა ახალი სეზონისთვის მზადება ნაადრევად დაიწყეს და თადარიგი უკვე დაიჭირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორატა, არნაუტოვიჩი, ოპენდა - მილანი თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს
მორატა, არნაუტოვიჩი, ოპენდა - მილანი თავდასხმის გაძლიერებას გეგმავს