ენტონი გორდონი, დეკუ
Aa
Aa

ენტონი გორდონი ბარსელონაში ითამაშებს - შეთანხმება შედგა

„ბარსელონა“ 25 წლის ინგლისელი შემტევის ენტონი გორდონის ტრანსფერის დახურვასთან ახლოსაა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსამ“ „ნიუკასლის“ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე სრულ შეთანხმებას მიაღწია.

„ბარსელონა“ „ნიუკასლთან“ პირდაპირ, ოფიციალურ მოლაპარაკებებს მართავს, რათა კლუბებს შორის გარიგება დაიხუროს. მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება. კატალონიელთა სპორტული დირექტორი დეკუ რამდენიმე დღეა ბრიტანეთშია და მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. ფეხბურთელის აგენტი კი ცოტა ხნის წინ ბარსელონას აეროპორტში შენიშნეს.

„ბარსას“ სურს, გარიგება სწრაფად დაასრულოს, რათა დაასწროს პრემიერ ლიგის კლუბებსა და „ბაიერნს“, რომლებიც კულისებში კვლავ აქტიურობენ. კლუბს სურს, რომ გორდონი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მათი საკუთრება იყოს და როგორც ჩანს, ამას მალე მიაღწევს. ფაბრიციო რომანო წერს, რომ ინგლისელი ფეხბურთელი 70-80 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბლაუგრანას“ მოთამაშე გახდება. სამედიცინო შემოწმება დიდი ალბათობით ამ კვირაშივე (სავარაუდოდ ხვალვე) ჩაინიშნება.

25 წლის ინგლისელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 17 გოლი და 5 საგოლე პასია. მისი კონტრაქტი 2030 წლამდეა ძალაში და Transfermarkt-ის მონაცემებით 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები