ენტონი გორდონი
Aa
Aa

ოფიციალურად - ენტონი გორდონი ბარსელონას ფეხბურთელია

„ბარსელონამ“ 2026-27 წლების სეზონის პირველი ტრანსფერი განახორციელა - „ნიუკასლის“ გარემარბი ენტონი გორდონი მომდევნო სეზონიდან „ბლაუგრანას“ ღირსებას დაიცავს.

კატალონიური კლუბის ოფისში დღეს ინგლისელი შემტევის პრეზენტაცია შედგა - 25 წლის ფეხბურთელმა „ბარსასთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

„როგორც კი გავიგე, რომ „ბარსელონასთან“ დაკავშირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაცია რეალური იყო, არანაირი ეჭვი არ მქონდა. „ბარსა“ მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია - აქ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ვიცი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.

უკვე ვესაუბრე ჰანსი ფლიკს და მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობის დაწყებას. ის ძალიან კარგად მართავს კოლექტივს, ხოლო მოკლე დროში მის მიერ მიღწეული შედეგი „ბარსელონაში“ კიდევ უფრო შთამბეჭდავია.

ესპანურის სწავლა ბავშვობიდან მინდოდა, ვინაიდან მჯეროდა, რომ „ბარსელონაში“ ვითამაშებდი. „ნიუკასლში“ ესპანელი ფიზმომზადების მწვრთნელი მყავდა და მას ყოველდღე ესპანურად ვესაუბრებოდი, ამიტომ ესპანურად ნორმალურად ვსაუბრობ.

„ბარსელონაში“ ტიტულების მოგება მინდა, პირველ რიგში კი ჩემპიონთა ლიგის. მოუთმენლად ველოდები იამალთან და სხვა ფეხბურთელებთან თამაშს. ფრენკი დე იონგმა და პედრიმ „სენტ ჯეიმს პარკზე“ ჩვენი სათამაშო გეგმა ჩაშალეს - მათთვის ბურთის წართმევა ძალიან გაგვიჭირდა“.

მედიის ინფორმაციით, „ბარსელონა“ გორდონის სანაცვლოდ „ნიუკასლს“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ბონუსებთან ერთად კი ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონს გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოლო სკირა: სილვა ბარსელონაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
ნიკოლო სკირა: სილვა ბარსელონაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია