ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ნიკოლო სკირა: სილვა ბარსელონაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

ენტონი გორდონის შემდეგ, სავარაუდოდ ბერნარდუ სილვაც „ბარსელონას“ შეუერთდება.

როგორც Sportitalia და ცნობილი ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინებიან, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კატალონიურ კლუბში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. „ბლაუგრანამ“ პორტუგალიელისთვის ბრძოლა მოიგო.

სკირა აღნიშნავს, რომ 31 წლის ფეხბურთელი კატალონიელებთან კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს, 2029 წლამდე გახანგრძლივების ოფციით.

სილვა ივნისის ბოლოდან თავისუფალი აგენტი ხდება და „ბარსას“ მის სანაცვლოდ არაფრის გადახდა არ მოუწევს.

როგორც მოგეხსენებათ, პარალელურად „ბარსელონა“ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობს და არგენტინელი ფორვარდის გაფორმებას მუნდიალის დაწყებამდე ცდილობს. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და უახლოეს დღეებში ოფიციალური წინადადებაც გაკეთდება.

ბოლოს გეტყვით, რომ ბერნარდუ „სიტის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. მის ანგარიშზე 460 შეხვედრაში 76 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები