ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პერესი: ნეგრეირას საქმეზე მუშაობას არ შევწყვეტ - ეს უდიდესი სკანდალია

„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ არ აპირებს თვალი დახუჭოს ნეგრეირას საქმეზე.

„მე არ შევწყვეტ ნეგრეირას საქმეზე აპელირებასა და მუშაობას - ეს ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალია. მსოფლიოში ვერ იგებენ: კლუბი 20 წლის განმავლობაში ფულს უხდიდა მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ამ დროს კი არაფერი ხდება და ეს არბიტრები დღემდე აგრძელებენ ლა ლიგის მატჩების განსჯას.

ჩვენ ერთადერთი კლუბი ვართ, რომელიც ოფიციალურად გამოვიდა და ამის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირა. ეს სამარცხვინო საქმეა. ჩვენ უკვე მოვამზადეთ მთელი დოკუმენტაცია და მის უეფაში (UEFA) გადაცემას ვაპირებთ. და, რა თქმა უნდა, დაუღალავად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ კლიენტელიზმი (ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაც გულისხმობს მხარდაჭერის სანაცვლოდ გარკვეულ სიკეთეებზე წვდომის მინიჭებას) დაინგრეს“,

- განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და მის ხელმძღვანელობას ბრალი წაუყენეს მექრთამეობაში, რაც უკავშირდება მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის (CTA) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირასთვის გადახდილ თანხებს, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში (RFEF) მუშაობდა, თუმცა სასამართლომ ხანგრძლივი ძიების შედეგად, კატალონიელთა საქმიანობაში კანონდარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები