COPE: ბარსა იოშკო გვარდიოლის ტრანსფერზე მუშაობს
„ბარსელონა“ მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გასაძლიერებლად რამდენიმე ფრონტზე მუშაობს.
ესპანური გამოცემა COPE-ს ცნობით, „ბლაუგრანას“ რადარზე იოშკო გვარდიოლი გამოჩნდა.
გადაცემა El Partidazo de COPE-ს ეთერში ჟურნალისტმა ხუანმა კასტანიოსმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბს რადარზე არა მხოლოდ ხულიან ალვარესი ჰყავს, არამედ „მანჩესტერ სიტის“ მცველის, გვარდიოლის დამატებითაც არის დაინტერესებული.
???? Informa Juanma Castaño
— El Partidazo de COPE (@partidazocope) May 28, 2026
???????????????? El Barça está trabajando en el fichaje de Gvardiol, defensa del Manchester City
???? El Real Madrid está interesado en recuperar a Víctor Muñoz. Y en el club gustan Joao Neves y Bastoni
???? #PartidazoCOPE pic.twitter.com/hv4icylrck
„ბარსელონამ“ თვალი დაადგა გვარდიოლს, მცველს, რომელსაც როგორც ცენტრალურ, ისე ფლანგის მცველად შეუძლია თამაში.
ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ხორვატ ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი დარჩა, რამაც შესაძლოა მისი წასვლა გაამარტივოს.
ასეთ დროს არავის სურს, რომ მსგავსი მოთამაშე ერთი სეზონის შემდეგ უფასოდ დაკარგოს. ინგლისური კლუბი შესაძლოა მზად იყოს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად, რათა კონტრაქტის ამოწურვამდე ფეხბურთელის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მიიღოს.