ოფიციალურად: ალვარესმა ატლეტიკოს თავისი სურვილის შესახებ აცნობა
ხულიან ალვარესმა ოფიციალურად აცნობა მადრიდის „ატლეტიკოს“ წასვლის სურვილის შესახებ.
ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს და როგორც ჩანს, არგენტინელის ტრანსფერი მართლაც გადამწყვეტ ფაზაშია.
მისი სურვილი „ბარსელონაში“ გადასვლაა და ესპანეთში მის აგენტებთან შეხვედრის შემდეგ, „ატლეტიკო“ ოფიციალურად ინფორმირებულია.
„ბარსელონა“ ამზადებს პირველ ოფიციალურ შეთავაზებას, რომელიც უახლოეს დღეებში გაიგზავნება და დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენს, როგორც ეს ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
კიდევ ერთი ცნობილი ინსაიდერი რაშად რაჰმანი ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ლა ლიგამ „ბარსელონას" აცნობა, რომ ყველა ახალ შეძენილი მოთამაშის დარეგისტრირებას შეძლებენ, რაც ფეარ პლეის 1:1 წესის დაფიქსირებას ნიშნავს.
???????? JUST IN: Barcelona has already received a notification from La Liga that it has returned to 1/1 and has all the necessary room to register new signings. @rac1 #Transfers ☎️????????
— Reshad Rahman (@ReshadRahman) May 28, 2026
კლუბსა და ფეხბურთელსაც სურს, რომ ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოგვარდეს.