პედრო პორო: “ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს“
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდა და უშანსოდ 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მეორე გოლის ავტორმა, პედრო პორომ კომენტარი გააკეთა.
პორო:
„ეს ოცნების ახდენას ჰგავს. სიმართლე გითხრათ, ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი მსგავს რამეს. ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით იმ დამოკიდებულებით, რომელიც გუნდმა მატჩის პირველი წუთიდან ბოლომდე აჩვენა.
შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ფინალში გასასვლელად იყო საჭირო. ვიცოდით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავად თამაშობდა. თუმცა ეს წარმატება მთლიანად გუნდის დამსახურებაა და არა ჩემი.
მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია — თითოეულ ფეხბურთელს მივულოცო, რადგან მათ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს. ახლა უნდა დავისვენოთ და ფინალისთვის მოვემზადოთ.“
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველი გოლი მიკელ ოიარსაბალმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, მეორე გოლი კი პოროს ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ მისთვის ამ მუნდიალზე ეს მეორე გოლი იყო. პირველი გოლი მან ავსტრიის ნაკრების კარში გაიტანა.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.