კრიტიკოსები დავადუმეთ | პაუ კუბარსი საფრანგეთთან გამარჯვებაზე
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდა და პირველი ფინალისტის ვინაობაც ცნობილი გახდა. შეხვედრა ტეხასში გაიმართა, „ფურია როხამ“ „ლე ბლეს“ მრისხანე შეტევა სრულიად გათიშა და დამსახურებულად გაიმარჯვა — 2:0.
გამარჯვების შემდეგ „ფურია როხას'' ცენტრალურმა მცველმა პაუ კუბარსმა კრიტიკოსებს უპასუხა, ვინც ესპანეთის ნაკრების პრობლემებს დაცვასა და მეკარის პოზიციაზე ხედავდა.
"შესაძლოა, გარკვეული ხმები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვასა და მეკარის პოზიციაზე პრობლემები გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, კრიტიკოსები დავადუმეთ. მიმდინარე მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით და ფინალში ვართ. შთამბეჭდავ სამუშაოს ვასრულებთ და ეს ყველას დამსახურებაა, როგორც მათი, ვინც თამაშობს, ისე სათადარიგო სკამზე მყოფების, რადგან საბოლოოდ, ვარჯიშებზე, მათი მაღალი დონიდან გამომდინარე, სწორედ ისინი გეხმარებიან, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გახდე.
საკმაოდ მშვიდად ვარ, თუმცა შინაგანად ძალიან ბედნიერი. შუადღეს ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავ, გასახდელში გუნდთან ერთად ისე ვიზეიმეთ, როგორც არასდროს. წინ ძალიან განსაკუთრებული დღეები გველის. ნიუ-იორკში მივემგზავრებით, ოცნება გრძელდება და უკვე მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას.“
ცნობისთვის, ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი არგენტინისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალი 15 ივლისს, თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება.