ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, იოზუა კიმიხი, ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კიმიხი სიტიში? - გუარდიოლას კანსელუში გაცვლა სურს

ბრიტანული გამოცემა The Sun საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ იოზუა კიმიხის გადაბირება სურს და ამისთვის ჟოაუ კანსელუს გამოყენებას აპირებს.

პორტუგალიელი უკანახაზელი იჯარის წესით ახლა „ბაიერნში“ თამაშობს, თუმცა მისი იჯარა 30 ივნისს იწურება.

ცნობილია, რომ კიმიხს „ბაიერნის“ დატოვება სურს და გული „ბარსელონასკენ“ მიუწევს, თუმცა პეპ გუარდიოლა დანებებას არ აპირებს და გერმანელი ნახევარმცველისთვის იბრძოლებს.

„ქალაქელების“ გეგმა კანსელუს და კიმიხის პირდაპირ გაცვლაა. გავრცელებული ინფორმაციით, „ბაიერნს“ ჟოაუს შენარჩუნება სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, თუმცა კიმიხის კალიბრის ფეხბურთელის უფასოდ გაშვება მათ გეგმებში დიდი ალბათობით არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ახლა მიუნხენურ გრანდს რთული პერიოდი აქვს. ტომას ტუხელის გუნდმა გასულ ტურში „ლაიპციგთან“ წააგო და ბუნდესლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ლიდერობა დაკარგა. იმ შემთხვევაში, თუ „დორტმუნდი“ ბოლო ტურის მატჩს მოიგებს ჩემპიონი სწორედ ტერზიჩის გუნდი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზუბიმენდი თუ კიმიხი? ჩავის შეუძლებელი ოცნება
ზუბიმენდი თუ კიმიხი? ჩავის შეუძლებელი ოცნება