ვალენსია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ESPN Brasil: ვინისიუსი რეალიდან წასვლას განიხილავს

ყველამ კარგად იცის, თუ როგორ უყვარს ვინისიუს ჯუნიორს მადრიდის „რეალი“. მისი ოცნება სწორედ „სამეფო კლუბში“ თამაში იყო, რომელიც უკვე დიდი ხანია აიხდინა.

ESPN Brasil სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი „ბლანკოსის“ დატოვებას განიხილავს. მის წინააღმდეგ მიმართული რასისტული შეურაცხყოფები ფეხბურთელს სულ უფრო ცუდ განწყობაზე აყენებს და ფიტავს.

მას შემდეგ, რაც ჯუნიორი „რეალს“ შეუერთდა, ლა ლიგაში ცხრაჯერ შეიტანა რასიზმზე საჩივარი. გუშინდელი შემთხვევა კი მეათე გახლავთ.

აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ ვინისიუსის გარემოცვაც იმავეს ფიქრობს და „რეალიდან“ წასვლას განიხილავენ. რა თქმა უნდა, ეს „ბლანკოსისადმი“ ვინისიუსის სიყვარულს არ ცვლის, მაგრამ მისთვის ასეთ პირობებში თამაში მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ „ღამურების“ გულშემატკივრები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბრაზილიელის მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. „ვალენსიამ“ საკუთარი ქომაგების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეებს სამაგალითოდ დასჯის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას ოფიციალური განცხადება | ვინისიუსი რეალის დატოვებაზე დაფიქრდა
ვალენსიას ოფიციალური განცხადება | ვინისიუსი რეალის დატოვებაზე დაფიქრდა