მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარლო აჩენლოტი
Aa
Aa

“პენალტების სერიაზე არ ვფიქრობ!“ - ანჩელოტი სიტისთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყარო „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ განმეორებითი მატჩის მოლოდინშია. შეხვედრის წინ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

ანჩელოტი:

„დღეს მე ვარ ძალიან მშვიდი და მაქვს დიდი რწმენა. გონება ყველამ პოზიტივისკენ უნდა მოვმართოთ. აქ ჩამოსვლით ბედნიერები ვართ. მილიტაო, როგორც ყველა სუპერ მოტივირებულია. ასეთი დონის მატჩებში კონცენტრაციის დაკარგვის საშიშროება არ არსებობს. თუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ორიენტირებული არ ხარ, მაშინ საერთოდ როგორ შეგიძლია ფეხბურთის თამაში?

პენალტების სერიაზე არ ვფიქრობ, ეს არასწორი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ თამაში აქამდე მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. კამავინგა ჯანმრთელია და თავისუფლად შეუძლია თამაში. გამიმართლა, რომ ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია.

შემადგენლობის არჩევა ადვილი არ არის. შარშან 4 ნახევარმცველით ვთამაშობდით. ვალვერდე მარჯვენა ფლანგზე იწევდა და ამან ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოგვიტანა. წელს, 3 შემტევით ვთამაშობთ და ნახევარფინალამდე მოვედით. დამიჯერეთ, არჩევანი ძალიან რთულია. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ სირთულეები საუკეთესოს მიღებაში გვეხმარება.

გეგმა ისეთია, როგორიც ყოველთვის. ვცდილობ თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მივიღოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გუნდური ასპექტი. ეს არის თამაში, რომელსაც დიდი ენერგია სჭირდება. შეგვიძლია ყველაფერი იმაზე უკეთ გავაკეთოთ, ვიდრე პირველ მატჩში.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. „ბლანკოსის“ მხრიდან თავი ვინისიუს ჯუნიორმა გამოიჩინა, ხოლო წონასწორობა კევინ დე ბრუინმა აღადგინა. ამ გუნდების მომავალი მატჩი 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია გაიკეთა - ბენასერი 6 თვით იუქმებს
ოპერაცია გაიკეთა - ბენასერი 6 თვით იუქმებს