გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ხმის მიცემა დასრულდა | შერმადინი გულშემატკივრების რჩეული გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი, ლიგა ენდესა 2022-23 წლების სეზონის MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. პირველ ეტაპზე, რჩეულები გულშემატკივრებმა დააფიქსირეს და ხმის მიცემის შედეგები რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

ქომაგების რჩეული „ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი გახდა. „შერმინატორმა“ ხმების 29.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ჯანან მუსა იმყოფება - 19.1 პროცენტი, ხოლო მესამე ითან ჰაპია - 9 პროცენტი.

გულშემატკივრების გარდა, MVP-ის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენ პროცედურაში მონაწილეობას ჟურნალისტები, მოთამაშეები და მწვრთნელები იღებენ. მათი ვერდიქტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და შერმადინს კარგი შანსი აქვს, ეს ჯილდო კარიერაში მეორედ მოიგოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიზანთან გასულ სეზონშიც ახლოს იყო, მაგრამ მეორე ადგილი დაიკავა. ქართველი ცენტრი ჯანან მუსას ჩამორჩა, რომელიც ქომაგებმა, ჟურნალისტებმა, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა პირველ ადგილზე გაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინგლისური ენა პრინციპულად არ ვისწავლე“ - კარლოს ტევესის უცნობი ისტორია
„ინგლისური ენა პრინციპულად არ ვისწავლე“ - კარლოს ტევესის უცნობი ისტორია