გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ინტერესი სერია A-დან | მიქაუტაძე იტალიური გრანდის რადარზე

„მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა. იტალიელი ჟურნალისტის, აუგუსტო შიშიონეს ინფორმაციით, 22 წლის თავდამსხმელის საკუთარ რიგებში ხილვით „ლაციოა“ დაინტერესებული.

„გიორგი მიქაუტაძე პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 22 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. ქართველი ატიპიური ცენტრფორვარდია, რადგან სიმაღლეში 176 სანტიმეტრია და მოძრაობებით დრის მერტენსს წააგავს. მიქაუტაძე სწრაფია, კარგი ტექნიკა და გოლის ალღო აქვს და ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. ლაციო ცდილობს, კონკურენტებს აჯობოს და სხვა ევროპული კლუბები, რომლებიც ოცნებობენ, ისეთი ხმაურიანი გარიგება დადონ, როგორიც ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისას დადო, უკან ჩამოიტოვოს“, - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული პრესის ცნობით, „მეცი“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მოითხოვს. თუ გიორგის გუნდმა საფრანგეთის ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა, „მეცი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ფეხბურთელი დაიტოვოს. ლიგა 2-ის ტოპ 2 გუნდში ვერ მოხვედრის შემთხვევაში, „მეცი“ სიმშვიდეს შეინარჩუნებს და წინადადებებს დაელოდება.

ცნობისთვის, „ლაციოს“ გარდა, გიორგი სხვადასხვა დროს „მილანს“, „ბარნლის“, „უდინეზესა“ და „ჯენოას“ დაუკავშირეს. ინგლისური კლუბი მას აქტიურად აკვირდება და შესაძლოა, „მეცს“ წინადადებით უახლოეს პერიოდში მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეიმარი წასვლისთვის მზადაა - პსჟ ხვიჩას მდგომარეობას შეისწავლის
ნეიმარი წასვლისთვის მზადაა - პსჟ ხვიჩას მდგომარეობას შეისწავლის