უშანსოდ - თბილისის დინამო ოლიმპიაკოსთან დამარცხდა
Aa
Aa

უშანსოდ - თბილისის დინამო ოლიმპიაკოსთან დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და უშანსოდ 10:19 დამარცხდა.

მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 5:1 დასრულდა. სიტუაცია არც მეორე მეოთხედში შეიცვალა და ტაბლოზე 4:2 დაფიქსირდა. პირველი ტაიმი კი 9:3 დასრულდა.

მესამე პერიოდში ბერძნებმა კიდევ 6 ბურთი გაიტანეს და ამის საპირისპიროდ „დინამომ“ მხოლოდ 3. ბოლო მეოთხედი კი თანაბარი გამოდგა - 4:4.

ცნობისთვის, ქართული კლუბის მხრიდან 6 გოლი ახვლედიანმა გაიტანა. თითო გოლი კი მალიშაუმ, ვლაჰოვიჩმა ძიხწიარენკამ და იმნაიშვილმა მიითვალეს.

ამ წაგების შემდეგ, თბილისის „დინამო“ სატურნირო ცხრილში 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის საგოლე პასი - მეცმა გრენობლი დაამარცხა
მიქაუტაძის საგოლე პასი - მეცმა გრენობლი დაამარცხა