ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - საქართველოს ისტორიული შედეგი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც დოჰაში იმართებოდა დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქართველოს მამაკაცთა ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 4 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა(81კგ), და ლუკა მაისურაძემ(90კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ ფინალში ლაშა ბექაურს აჯობა.

შესაბამისად, ოლიმპიური ჩემპიონი ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტატო გრიგალაშვილმა მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე მატიას კასე დაამარცხა.  გიორგი სარდალაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა.

ცნობისთვის, დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, იაპონიის ნაკრებს საქართველოს გასწრება შეეძლო, თუმცა ის ძიუდოისტები, რომლებიც იაპონიის სახელით ასპარეზობდნენ მეოთხედფინალში დამარცხდნენ და შესაბამისად საქართველომ პირველი ადგილი დაიბევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი ქვეყნით და გუნდით ვამაყობ“ - ბაზაძე მსოფლიო თასის მოგების შემდეგ
“ჩემი ქვეყნით და გუნდით ვამაყობ“ - ბაზაძე მსოფლიო თასის მოგების შემდეგ