სევილია, იუვენტუსი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი: “სევილიას პატივი უნდა ვცეთ“

ევროპის ლიგის ნახევარფინალში „იუვენტუსი“ „სევილიას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალეგრი:

„არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯავშანი და ჩვენზე არაფერი მოქმედებს. მიმდინარე სეზონში რამდენიმე თამაში დაგვრჩა და აბსოლუტურად ყველა უნდა მოვიგოთ. ბრემერს კუნთის პრობლემა აქვს და ის არ ითამაშებს. სხვები თავს კარგად გრძნობენ. ენთუზიაზმი გვჭირდება. ბუდაპეშტის ფინალი დიდი მიღწევა იქნება.

ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ევროპის ლიგა 6-ჯერ მოიგო. მათთან დაპირისპირება ადვილი არასდროს არის. „სევილიას“ უდიდესი გამოცდილება აქვს. ხვალ დიდებული თამაში დაგვჭირდება. მეტოქის სისუსტეები უნდა გამოვიყენოთ.

ზუსტად ისეთი ენთუზიაზმი გვჭირდება, როგორიც ბოლო მატჩებში გვქონდა. „სევილიას“ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი დი მარია, რომელმაც კარგად იცის, თუ რა უნდა ქნას ასეთ მატჩებში. პრიორიტეტი გამარჯვებაა.“

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სევილიას“ ნახევარფინალური მატჩი 11 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 მილიონს ითხოვენ | მეცის გეგმები მიქაუტაძესთან დაკავშირებით
15 მილიონს ითხოვენ | მეცის გეგმები მიქაუტაძესთან დაკავშირებით