ჯონი ხეცურიანი
Aa
Aa

მარცხი დრამატულ ბრძოლაში - ხეცურიანი ვერცხლის მედალს დასჯერდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დღეს 1 მედალი მოიპოვა.

67 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ოქროს მედლისთვის ჯონი ხეცურიანი იბრძოდა. ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ ჰასრათ ჯაფაროვს შეხვდა და სამწუხაროდ, დრამატულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხა.

ხეცურიანმა პრიველი პერიოდი 2:0 მოიგო, მეორე პერიოდში კი როდესაც ანგარიში 2:1 იყო, ქართველმა მოჭიდავემ კონტრშეტევაზე 2 ქულა გაუშვა და გამარჯვებაც აზერბაიჯანელ სპორტსმენს ერგო. შედეგად, ჯონი ხეცურიანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია - 1 ოქრო (ლერი აბულაძე), 1 ვერცხლი (ჯონი ხეცურიანი), 3 ბრინჯაო (ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე, იაკობ ქაჯაია.)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამოსვლა - გოტფრიდი ატაცში ევროპის ჩემპიონია
ბრწყინვალე გამოსვლა - გოტფრიდი ატაცში ევროპის ჩემპიონია