ლერი აბულაძე
Aa
Aa

„ტიტულის დაცვა ყველაზე რთულია“ - აბულაძე ევროპის ჩემპიონობაზე

ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის ლერი აბულაძე ოქროს მედლის მფლობელია. მან ფინალში აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი 5:1 დაამარცხა და ტიტული წარმატებით დაიცვა.

გამარჯვების შემდეგ ლერი აბულაძის კომენტარი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა:

„გასულ წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი. მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავედი, თუმცა დავმარცხდი. ამის შემდეგ აქტიური მზადება გავაგრძელე, რათა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მომეპოვებინა. ჯერ ევროპის ჩემპიონატი იყო, ამ სპორტში ყველაზე რთული ტიტულის შენარჩუნებაა, ტიტულის დაცვა ყველაზე რთულია. ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს მოვახერხე. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც იყო, დღესაც გვყავს ერთი ფინალისტი, რაც ძალიან კარგია“.

შეგახსენებთ, ლერი აბულაძის მიერ მოპოვებული ოქროს მედლის გარდა ნუგზარ წურწუმიას, იაკობ ქაჯაიასა და ლაშა გობაძის ანგარიშზე ბრინჯაოს მედლებია. ასევე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში რუმინელი მიჰაი მიჰუტი დიდი უპირატესობით 10:1 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრას აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები