ჯონი ხეცურიანი
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება - ხეცურიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა შორის 67 კგ. წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში რუმინელი მიჰაი მიჰუტი დიდი უპირატესობით 10:1 დაამარცხა.


ფინალში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაუპირისპირდება, შეხვედრა ხვალ გაიმართება.

1/8-ფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე კაბალოევი 5:2 დაამარცხა, 1.4-ფინალში უკრაინელი ნასიბოვის ბარიერი დაძლია, რასაც რუმინელი მიჰუტის დამარცხება მოჰყვა.

რაც შეეხება ხეცურიანის განვლილ კარიერას, მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროსა (2014) და ვერცხლის (2015) პრიზიორია. 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია (2015). ასევე, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (2018).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები