ბარსელონა, ატლეტიკო, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“მოტივირებულები ვართ“ - ჩავი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„რთული და დიდი თამაში იქნება. „ატლეტიკო“ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. გრიზმანი, კოკე, დე პაუილი.. ისინი დიდებულ საქმეს აკეთებენ და არ უნდა დაგვავიწყდეს სიმეონე , რომელიც გუნდის მთავარი ბირთვია. ლა ლიგაში 2 თამაში ვერ მოვიგეთ. ექსტრა მოტივირებულები ვართ. ჩემპიონატში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ჩავარდნის უფლება არ გვაქვს. ყველას უნდა ვანახოთ რა შეგვიძლია.

თუ გავიმარჯვებთ ეს ყველასთვის დარტყმა იქნება. წინ 9 ფინალი დარჩა. გამარჯვების შემთხვევაში, „რეალს“ და „ატლეტიკოს“ ლა ლიგის ჩემპიონობის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ. დემბელე გამოჯანმრთელდა, მაგრამ შესაძლოა არ გავრისკოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგ ტურში აუცილებლად ითამაშებს.“

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას 73 ქულით ლიდერობს, ხოლო „ატლეტიკო“ 60 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 23 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვენტოლა: ეს კვარას დღე არ იყო, მას პენალტი არ უნდა დაერტყა
ვენტოლა: ეს კვარას დღე არ იყო, მას პენალტი არ უნდა დაერტყა