Givemesport მამარდაზე: ვარსკვლავი 45 მილიონ ფუნტად დე ხეას შემცვლელად
Aa
Aa

Givemesport მამარდაზე: ვარსკვლავი 45 მილიონ ფუნტად დე ხეას შემცვლელად

ბრიტანლი givemesport-ი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო გეგმებზე წერს და გუნდიდან დავიდ დე ხეას შესაძლო წასვლას პროგნოზირებს.

„იუნაიტედი“ ესპანელი გოლკიპერისთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს, რაზეც შესაძლოა დე ხეა არ დათანხმდეს. ამისთვის კი კლუბი თადარიგს იჭერს.

„ვარსკვლავი 45 მილიონ ფუნტად დე ხეას შემცვლელად“ - ვკითხულობთ სტატიის სათაურში.

„მანჩესტერ იუნაიტედმა დე ხეას იმაზე ნაკლები ანაზღაურება შესთავაზა ვიდრე ის ამჟამად იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელს კვირაში 350 000 ფუნტზე უარის თქმა მოუწევს.

ჯერჯერობით დე ხეას იუნაიტედის შეთავაზებაზე თანხმობა არ განუცხადებია. კლუბი იქამდე სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, სადაც ერთ-ერთი მათგანი ვალენსიას 45 მილიონ ფუნტად შეფასებული გიორგი მამარდაშვილია”.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში 27 ქულით მე-19 ადგილს იკავებს და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ნებსიმიერ შემთხვევაში, გიორგი მამარდაშვილს ესპანური პრესა გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებს.

აქვე გეტყვით, რომ „მამარდას“ მსურველთა სიაში ასევე „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და „ლესტერი“ იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვენტოლა: ეს კვარას დღე არ იყო, მას პენალტი არ უნდა დაერტყა
ვენტოლა: ეს კვარას დღე არ იყო, მას პენალტი არ უნდა დაერტყა