ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

ნაპოლი იშლება? კვარა დარჩება, 3 ლიდერი იყიდება

მიმდინარე სეზონის მთავარი სიურპრიზი ლუჩანო სპალეტის „ნაპოლია“, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპული გრანდები მაცდური წინადადებებით მიადგებიან და ნეაპოლელებს გუნდის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

Sky Sports-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი წერს, რომ „ნაპოლი“ ზაფხულში 3 ლიდერს დათმობს. მარკეტი კვარაცხელიას შესახებაც საუბრობს.

„კვარაცხელია ისევ ნაპოლიში? დიახ, ნამდვილად ასე მგონია. სწორია, რომ მას ხელფასი უნდა გაეზარდოს, როგორც იმის აღიარება, რაც მან ამ სეზონში აჩვენა.

რაჰმანის კონტრაქტი დღეს და ხვალ გაფორმდება. ის 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

ნაპოლის ძვირფასეულობაზე ყველა საუბრობს, ოსიმენიდან დაწყებული ყველას შესახებ. ვფიქრობ, ნეაპოლელთა ამბებზე სატრანსფერო ფანჯრისას ხშირად ვისაუბრებთ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ ჩაანაცვლებს ნაპოლი გუნდიდან წასულ მოთამაშეებს.

ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ კიმზე და მის კონტრაქტში არსებულ ცნობილ პუნქტზე (გამოსასყიდი 48 მილიონი, 15 დღის განმავლობაში იმოქმედებს). ნაკლებად ვისაუბრებთ კვარაცხელიაზე, იმ შემთხვევაშიც თუ მის სანაცვლოდ შემოთავაზებები იქნება.

ზიელინსკი? მისი კონტრაქტის განახლების საკითხი გასარკვევია. ვინც კონტრაქტები ახლახან განაახლეს, მათ არჩევანი უკვე გააკეთეს. ვისაც ჯერ ეს არ გაუკეთებია, ისინი შემოთავაზებების მოსმენას აპირებენ.

ოსიმენის კიმისა და ზიელინსკის გუნდიდან წასვლის ალბათობა ნამდვილად მაღალია“.

- წერს იტალიელი ჟურნალისტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ მეკარისთვის საჭირო თვისებები აქვს | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე
ტოპ მეკარისთვის საჭირო თვისებები აქვს | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე