საქართველო მე-6 კალათშია | წილისყრა 29 აპრილს გაიმართება
Aa
Aa

საქართველო მე-6 კალათშია | წილისყრა 29 აპრილს გაიმართება

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება და დღეს, FIBA-მ ოფიციალურად დაადასტურა, გუნდები რომელ კალათებში მოხვდნენ. მსოფლიო რეიტინგში ნაკრებების პოზიციების გათვალისწინებით, სულ 8 კალათი შეიქმნა და საქართველო მე-6 კალათში ჩინეთთან, ლატვიასთან და მექსიკასთან ერთადაა.

მსოფლიო ჩემპიონატს ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ და მათ პრივილეგია ჰქონდათ, აერჩიათ გუნდი, რომელიც ჯგუფში მათთან ერთად მოხვდებოდა. ფილიპინებმა აშშ აირჩია, იაპონიამ - სლოვენია, ხოლო ინდონეზიამ - კანადა.

უშუალოდ წილისყრის პროცედურას რაც შეეხება, პირველი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე კალათში მყოფი გუნდები A, C, E და G ჯგუფებს დააკომპლექტებენ, მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე კალათში მყოფი გუნდები კი - B, D, F და H ჯგუფებს. აფრიკის, ამერიკისა და აზია & ოკეანეთის წარმომადგენლებს ჯგუფში თავიანთი კონფედერაციის წარმომადგენელი არ ეყოლებათ, ხოლო თითოეულ ჯგუფში ევროპული ნაკრებების მაქსიმალური კვოტა ორი გახლავთ.

წილისყრის ცერემონიას ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე და Youtube არხზე ვიხილავთ და თბილისის დროით, 15:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესაა განსხვავება ჩემპიონსა და შესანიშნავ ფეხბურთელს შორის“ - ჟურნალისტი კვარა-ლეაუზე
„ესაა განსხვავება ჩემპიონსა და შესანიშნავ ფეხბურთელს შორის“ - ჟურნალისტი კვარა-ლეაუზე