გიორგი კვერნაძე, ფროზინონე, გვიდო ანჯელოცი
Aa
Aa

კვერნაძე სერია ა-ში? - ანჯელოცი აქტიურად აკვირდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი გიორგი კვერნაძეს აქტიურად აკვირდება. იტალიურ კლუბს, რომელიც სერია ა-ში აღზევებასთან ახლოსაა, ბათუმის „დინამოს“ შემტევის მიმართ დიდი ინტერესი აქვს. იტალიური Footballnews24-ის ინფორმაციით, „ფროზინონე“ კვერნაძის დამატებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს, როცა კლუბს სერი ა-სთვის გაძლიერება დასჭირდება.

20 წლის მარცხენა გარემარბი, რომელსაც იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, „საბურთალოს“ საკუთრებაა და ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობს. ამ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ხუთ შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საქართველოს თასის ორ მატჩში გოლითა და საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.

სერია ბ-ს 67 ქულით „ფროზინონე“ ლიდერობს, მეორეადგილოსან „ჯენოას“ 4 ქულით უსწრებს. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები სერი ა-ში პირდაპირ აღზევდებიან.

„ფროზინონეს“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსოა, რომელსაც მილანის „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ უთამაშია, 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „არ მითხრათ, რომ კალაბრიამ ამოკეტა“ -  იმპროტამ ხვიჩაზე ისაუბრა
    „არ მითხრათ, რომ კალაბრიამ ამოკეტა“ - იმპროტამ ხვიჩაზე ისაუბრა