NBA-ის რეგულარული სეზონი დასრულდა - ვინ ვის ხვდება პლეი ინში და პლეიოფში
Aa
Aa

NBA-ის რეგულარული სეზონი დასრულდა - ვინ ვის ხვდება პლეი ინში და პლეიოფში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ოფიციალურად დასრულდა და პლეიოფისა და პლეი ინის ტურნირის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილი გახდა. პლეიოფი თბილისის დროით, 15 აპრილს დაიწყება, პლეი ინის ტურნირის შეხვედრებს კი 12 აპრილს ვიხილავთ.

დასავლეთ კონფერენცია

დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გავიდა, მერვეზე - „მინესოტა ტიმბერვულვზი“. ისინი ერთმანეთს პლე ინის შეხვედრაში დაუპირისპირდებიან და გამარჯვებული მე-7 ადგილს დაისაკუთრებს, დამარცხებულს კი კიდევ ერთი შანსი ექნება და მე-8 პოზიციისთვის „ნიუ ორლეან პელიკანსისა“ და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წყვილში საუკეთესოსთან იბრძოლებს. მე-7 ადგილზე გასული გუნდი პლეიოფში „მემფისს გრიზლისს“ შეხვდება, მე-8 ადგილზე გასული - „დენვერ ნაგეთსს“. ამ წუთისთვის, ცნობილია, რომ პლეიოფის პირველ რაუნდში, „ფინიქს სანსი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ დაუპირისპირდება, „საკრამენტო კინგსი“ კი „გოლდენ სტეიტ უორიორსს“.

აღმოსავლეთ კონფერენცია

აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 და მე-8 პოზიციები „მაიამი ჰიტმა“ და „ატლანტა ჰოუქსმა“ დაიკავეს. შესაბამისად, პლეი ინის ტურნირში ერთმანეთს შეხვდებიან და გამარჯვებული მე-2 ნომერ „ბოსტონ სელტიქსს“ გაეჯიბრება, დამარცხებულს კი მატჩის გამართვა „ტორონტო რეპტორსსა“ და „ჩიკაგო ბულსს“ შორის საუკეთესოს წინააღმდეგ მოუწევს. აღმოსავლეთ კონფერენციის მერვეადგილოსანს პლეიოფის პირველ რაუნდში „მილუოკი ბაქსი“ ელოდება. ასევე, ცნობილია, რომ პირველ რაუნდში, „კლივლენდ კავალიერსი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდება, „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ – „ბრუკლინ ნეთსს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელების, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდები, „ორლანდო მეჯიქი“ და „სან ანტონიო სპურსი“ პლეიოფში ვერ გავიდნენ და მომდევნო სეზონისთვის მოემზადებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას შეცდომა გამოსვლაზე - ვალენსია კონკურენტთან დამარცხდა
მამარდას შეცდომა გამოსვლაზე - ვალენსია კონკურენტთან დამარცხდა