ევრობასკეტის ქართველი ჩემპიონები - ქალთა კალათბურთის წარმატება
საქართველოს 18-წლამდე გოგონა კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია. გამოცდილი სპეციალისტის, ნუგზარ ჭეიშვილის მომზადებულმა მოთამაშეებმა ფინალში გამართულ დაძაბულ ბრძოლაში სომხეთის ასაკობრივი ნაკრები 3-ქულიანი სხვაობით, 63:60 დაამარცხეს და B დივიზიონის საგზური მოიპოვეს.
ისევე როგორც წინა შეხვედრებში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამჯერადაც სალომე სვანი გამოირჩეოდა, რომელმაცნ 37 წუთში 26 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 3 ჩაჭრა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. თამაშის დამთავრების შემდეგ სალომე არამხოლოდ მატჩის, არამედ მთლიანად დივიზიონის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. სვანის გარდა, ქართველი კალათბურთელებიდან ათქულიან ზღვარს ორი მოთამაშე, ნიცა საბადაშვილი (13) და ანა გელაშვილი (11) გადასცდა.
ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებმა პერიმეტიდან 22-პროცენტიანი (58-დან 13), საშუალო დისტანციიდან 36-პროცენტიანი (25-დან 9), ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 60-პროცენტიანი (10-დან 6) სიზუსტით ისროლა.