სალომე სვანი, ნიცა საბადაშვილი
Aa
Aa

ალბანეთი დამარცხებულია - 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ფინალშია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის C დივიზიონის ფინალშია. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში ალბანეთის ნაკრები 104:72 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების რიგებში ამჯერადაც საუკეთესო სალომე სვანი იყო, რომელმაც 39 ქულა, 2 მოხსნა, 4 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ნიცა საბადაშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლია: 19 ქულა, 17 მოხსნა, 2 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება.

ფინალში ქართველი კალათბურთელები სომეხ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მეორე ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში მალტის ნაკრებს აჯობეს (57:56).

ფინალური მატჩი ხვალ, 27 ივლისს ანდორის დედაქალაქ ანდორა-ლა-ველიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია