როგორ დავარეგისტრიროთ მესი? ბარსა ლა ლიგასთან მოლაპარაკებებს იწყებს
Aa
Aa

როგორ დავარეგისტრიროთ მესი? ბარსა ლა ლიგასთან მოლაპარაკებებს იწყებს

„ბარსელონამ“ მესის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. ესპანური Sport-ი წერს, რომ კატალონიელთა ხელმძღვანელობა ლა ლიგის წარმომადგენლებს არგენტინელის დაბრუნების თაობაზე უკვე შეხვდა და მოლაპარაკებები იწყება.

წყაროს ცნობით, მთავარი შეხვედრა კვირას არის ჩანიშნული. კატალონიელებს აინტერესებთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მესისთან კონტრაქტის გაფორმება მოხერხდეს.

კატალონიელებმა, კლუბის დირექტორის მატეუ ალემანის ხელმძღვანელობით, მოამზადეს ეკონომიკური გეგმა, რათა მომავალი სეზონისთვის ლა ლიგის მიერ დადგენილ ლიმიტამდე სახელფასო ბიუჯეტის შემცირება შეძლონ.

ამჟამად „ბარსელონა“ ელის, რომ ლა ლიგა მათ მესისთან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს.

კლუბს სურს დარწმუნებული იყოს, რომ ლა ლიგა ტრანსფერს დაამტკიცებს, თუ ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეული იქნება.

მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება მომგებიანია როგორც კლუბისთვის, ასევე ლიგისთვისაც. პრეზიდენტმა ტებასმა ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ კომენტარიც გააკეთა და ლეოს დაბრუნებას მიესალმა.

როგორც ცნობილია, „ბარსელონა“ მესისთვის წლიურად 10-მილიონიანი ხელფასის შეთავაზებას გეგმავს, დანარჩენ თანხას მას მისი ტრანსფერიდან მიღებული მოგებით გეგმავენ, რომლის პროცენტსაც არგენტინელს გადაურიცხავენ. ასეთი ვარიანტი შესაძლებელია და მხოლოდ ლა ლიგის თანხმობა რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველებთან 5 მეტრი უნდა დავიცვა“ - ოსიმენი კვარაზე და სპალეტის ტაქტიკაზე
„მცველებთან 5 მეტრი უნდა დავიცვა“ - ოსიმენი კვარაზე და სპალეტის ტაქტიკაზე