ლევან მატიაშვილი
Aa
Aa

ანტალიის გრანდ სლემი: მატიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ძიუდოში, ანტალიის გრანდ სლემის ნახევარფინალში ლევან მატიაშვილი ნიდერლანდელ იელე სნიპესთან იპონით დამარცხდა. იელემ ილეთი ბრძოლის მიწურულს, უკანასკნელ წამზე შეასრულა.

რაც შეეხება განვლილ შეხვედრებს, ლევან მატიაშვილმა ალჟირელ მოჰამედ ლილს დამატებით დროში იპონით მოუგო,  რაფაელ სილვას ბარიერი იპონით დაძლია, 1/8-ფინალში გერმანელ იოანეს შრაიბერს ვაზარით აჯობა, 1/4-ფინალში რუმინელი ვლად სიმონესკუ ვაზარით დაამარცხა.

მატიაშვილის გამარჯვება ვლად სიმონესკუსთან

ტურნირის მესამე დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილიი (90 კგ.), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), ომარ საური (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ. ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ჯერ მედალი არ მოუპოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი: გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მსოფლიო ჩემპიონატი: გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა