იარმოლენკო „დორტმუნდის“ ფეხბურთელია
Aa
Aa

იარმოლენკო „დორტმუნდის“ ფეხბურთელია

დორტმუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, უკრაინის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო კარიერას „ბორუსიაში“ გააგრძელებს.

კიევის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ყვითლებთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც გერმანული პრესა წერს, ტრანსფერი დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაჯდა.

„აქ დიდი მიზნების მისაღწევად ჩამოვედი. „დორტმუნდის ბორუსია“ ტოპ-კლუბია და მსურს, რომ ჩემი საუკეთესო მონაცემები თითოეულ თამაშში გამოვავლინო. მინდა მადლობა გადავუხადო „კიევის დინამოს“ ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს. მე იქ შესანიშნავი წლები გავატარე - განაცხადა იარმოლენკომ.

27 წლის ფეხბურთელი გერმანულ გუნდში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა „დინამოს“ მაისურით 339 მატჩი გამართა და 137 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები