მანუელ ნოიერი, ვენსან კომპანი
Aa
Aa

ნოიერის საიუბილეო მატჩი - ბაიერნი ისევ მშიერია

გერმანიის ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება „ბაიერნმა“ შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. მიუნხენელებმა „ალიანს არენაზე“ „შტუტგარტი“ (5:1) ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხეს და გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭეს. ეს თამაში განსაკუთრებული გახლდათ მასპინძელთა ვეტერანი მეკარისთვის - 40 წლის მანუელ ნოიერმა „რეკორდმაისტერის“ შემადგენლობაში საიუბილეო, მე-600 მატჩი ჩაატარა და ახლა მასზე წინ მხოლოდ ტომას მიულერი (756), ზეპ მაიერი (709), ოლივერ კანი (632) და გერდ მიულერი (607) არიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ვენსან კომპანი

უბრალოდ განვაგრძობთ იმის კეთებას, რასაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ვაკეთებდით: ბევრი ენერგია, ბევრი მოძრაობა და რა თქმა უნდა, ბევრი გოლები. ჩვენ ვიწყებთ ისე, რომ არაფერი მოგვიგია, გუნდი ისევ მშიერია და გამარჯვებას მოწყურებულები ვართ. გეთანხმებით, დასაწყისი საოცრად რთული გახლდათ, რაც ნორმალურია, რადგან ფიზიკური თვალსაზრისითა და ორთაბრძოლების მოგებით „შტუტგარტი“ ბუნდესლიგაში გამორჩეული კლუბია, თუმცა შემდეგ ყველაფერი სასურველ კალაპოტში ჩადგა.

ცნობისათვის, „ბაიერნი“ - შტუტგარტის“ (5:1) შეხვედრაში მასპინძლების რიგებში თითო ბურთი დაიო უპამეკანოს, მაიკლ ოლისეს, ალექსანდრ პავლოვიჩისა და ლუის დიასის ანგარიშზეა, ერთ შემთხვევაში კი სტუმრებმა ავტოგოლი მიითვალეს. აღსანიშნავია, ცვლილებაზე შესული ისმაილ საიბარის პროდუქტიული ასპარეზობა, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები | ESPN-ის რეიტინგში კვარაცხელია მესამეა
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები | ESPN-ის რეიტინგში კვარაცხელია მესამეა