ჰარი კეინი, ლიონელ მესი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„არ ვიცი რას გულისხმობდა, ის დაუჯერებელი მოთამაშეა“ - კეინი იამალის განცხადებაზე

ჰარი კეინმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლასა და ლამინ იამალის სიტყვებზე ისაუბრა.

ინგლისელმა, რომელმაც მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში ბუნდესლიგის 98 მატჩში 101 გოლი გაიტანა, ჯილდოს მიღების შანსებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მანამდე „ბარსელონას“ ათიანმა განაცხადა, რომ ჯილდო საუკეთესო მოთამაშემ უნდა მიიღოს და არა მას, ვინც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ასევე 19 წლის იამალმა თქვა, რომ საკუთარ თავს და კილიან მბაპეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად მიიჩნევს.

„დიდად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. კონცენტრირებული ვარ მოედანზე ჩემს საქმეზე. ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხზე. და ეს სრულიად ნორმალურია.

არ ვიცი, რას გულისხმობდა იამალი. ლამინი დაუჯერებელი მოთამაშეა. მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ისევე როგორც ბევრ სხვას. მბაპე, ოლისე, როდრი. ბევრი პრეტენდენტია“.

- თქვა კეინმა.

ჰარის ლეო მესის შესახებაც ჰკითხეს, რომელიც ასევე იმყოფება „ოქროს ბურთის“ პრედენდენტთა შორის.

- თქვენ მესის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის იმ ძალიან დაძაბულ და მნიშვნელოვან მატჩში გადაეკვეთეთ - ინგლისსა და არგენტინას შორის გამართულ ნახევარფინალში. და მაინც, მოგვიანებით თქვენს შორის ღრმა ორმხრივი პატივისცემა გაჩნდა. როგორ იხსენებთ იმ მოვლენებს?

„ის დღე ჩემთვის მძიმე გამოდგა. ტურნირიდან ასეთი ფორმით გავარდნა რთული განსაცდელი იყო. მაგრამ მესის მიმართ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ. ვადევნებდი თვალს მის ჩამოყალიბებას, როგორც ფეხბურთელის. მას დაუჯერებელ მოთამაშედ მივიჩნევ და, იმ ადამიანების გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც მას იცნობენ როგორც შესანიშნავ პიროვნებად.

ლეოს მხოლოდ რამდენჯერმე ვესაუბრე, მაგრამ მან ძალიან თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ის ყოველთვის გუნდის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა და, ვფიქრობ, ეს არგენტინის ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მიზეზია. მახსოვს, როგორ ჩავეხუტე მესის იმ დღეს და ფინალში წარმატება ვუსურვე. ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთვის წარუმატებლად წარიმართა, მაგრამ ასეთია ტურნირის არსი: საუკეთესო მოთამაშეები იკრიბებიან მსოფლიოს მთავარ არენაზე და, რა თქმა უნდა, ვიღაც გარდაუვლად აგებს.

იმ დღეს, მარცხის შემდეგ, ვცდილობდი ღირსეულად დამეჭირა თავი და მეტოქე გუნდის მიმართ პატივისცემა გამომეხატა. ეს მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ლეოს მიმართ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი საოცარი რამ გააკეთა მან ფეხბურთში ამდენი წლის განმავლობაში“,

- თქვა კეინმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები