ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი: ყველაზე რთული მატჩები ბაიერნთან და პსჟ-სთან გვექნება

„ბარსელონას“ ათიანმა ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგაზე, როგორც ამ სეზონში „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ ერთ-ერთ მთავარ მიზანზე ისაუბრა და ტურნირის სხვა ფავორიტებიც დაასახელა, რომლებიც მათთვის უხერხული მეტოქეები არიან.

გუნდის სათამაშო სტილი და უხერხული მეტოქეები:

„ყველაზე მეტად ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ გვიჭირს თამაში, როგორიცაა „ბაიერნი“ ან „პსჟ“ - გუნდების, რომლებიც ფსონს ფიზიკურ ძალაზე დებენ, გაიძულებენ ბევრი ირბინო და მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს კონცენტრაციას მოითხოვენ.

„არსენალთან“ თამაში კი უფრო ტაქტიკურ ხასიათს ატარებს და ბურთის კონტროლზეა აგებული“.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე:

„ვფიქრობ, ეს „პსჟ“ გახლავთ, მაგრამ მათი პრობლემა ისაა, რომ ძალიან რთულია ისევ მოიგო მას შემდეგ, რაც უკვე გაიმარჯვე. ფეხბურთში ეს ყველაზე რთულია.

ტიტულის მოპოვება ერთი საქმეა, ხოლო წარმატების გამეორება - გაცილებით რთული ამოცანაა. სწორედ ამის მეშინია, როცა რამეს ვიგებთ: რომ შეიძლება სიფხიზლე დავკარგოთ და მოვდუნდეთ“,

- თქვა იამალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები