ჰიონესი: კლოპს ისე ექცევიან, თითქოს წყალზე სიარული შეუძლია
„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნის შესახებ ისაუბრა.
„პირადად მე იურგენ კლოპს ძალიან კარგ მწვრთნელად მივიჩნევ, ნამდვილად ძალიან კარგ მწვრთნელად. მაგრამ არ ვარ იმის დიდი მომხრე, რომ ვინმეს წინაშე ქედი ვიხაროთ. მას ისე ექცევიან, თითქოს წყალზე სიარული შეეძლოს.
ის ვერ შეძლებს ყველაფრის ერთი ხელის მოსმით შეცვლას. ჩვენ ვიცით, რომ ის ძალიან ბევრს იშრომებს. ის ასევე ბევრ რამეს სხვანაირად გააკეთებს და ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მაგრამ მას დრო უნდა მივცეთ და რაც მთავარია, არ უნდა დავიჯეროთ, რომ ის მესიაა.
რაც ამ მთელ ისტორიაში არ მომწონს, არის ის, რომ იქ მისი აგენტი, მარკ კოსიცკეც მიიყვანეს. ზუსტად არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს მან იქ. თუმცა, ის იმ სააგენტოს მმართველი დირექტორია, რომელიც ფეხბურთელების ინტერესებს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა.
მე ეს ყველაფერი მეგობრულ შთანთქმად მეჩვენება. კლოპმა და კომპანიამ გერმანიის საფეხბურთო კავშირი შთანთქეს. და ვფიქრობ, რომ ეს არასწორია“,
- განაცხადა ჰიონესმა RTL-სთან ინტერვიუში.