ნიკო კოვაჩი
Aa
Aa

„მომენტების კარგი რეალიზაცია აქვთ“ - დორტმუნდის მწვრთნელი ვილიარეალზე

„დორტმუნდის“ მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალთან“ მატჩის წინ ესპანური გუნდის სათამაშო სტილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ექნება, თუ რომელი გუნდი გააკონტროლებს ბურთს.

„ვილიარეალმა“ გასულ წელს ლა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულო და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. როგორც წესი, ესპანეთში ტოპ-3 წინასწარაა გადაწყვეტილი [ბარსელონა, რეალი და ატლეტიკო] და ამ სამეულში შეჭრა პატარა საქმე არაა.

მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, თუმცა კვლავ ესპანური გუნდებისთვის დამახასიათებელ სტილში თამაშობენ და ბურთის ფლობაზე აკეთებენ აქცენტს. ტექნიკურად ძლიერი გუნდია და მომენტების კარგი რეალიზაცია აქვთ. როცა ისინი ბურთს ფლობენ, ძალიან იშვიათად უშვებენ შეცდომებს. იმედია, ბურთს ჩვენ გავაკონტროლებთ, რათა მათ საკუთარი თამაში ვერ აჩვენონ. საერთო ჯამში, ძალიან რთული მატჩი გველოდება“.

ცნობისთვის, დორტმუნდი-ვილიარეალის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და მატჩის MVP - მიქაუტაძემ ატლეტიკოსთან გაიბრწყინა, მაგრამ ვერ მოიგო
გოლი და მატჩის MVP - მიქაუტაძემ ატლეტიკოსთან გაიბრწყინა, მაგრამ ვერ მოიგო